სკის პეპელა (ცვილის ჩრჩილი)

ფუტკრის პროდუქცია

ცვილის ჩრჩილი, პატარა, შეუმჩნეველი, ნაცრისფერი ფარვანაა, რომლის სიცოცხლე ფუტკრის ოჯახზეა დამოკიდებული. როგორც პეპლების ოჯახის უმრავლესობა, ცვილის ჩრჩილიც პარაზიტია. სხვა პეპლებისგან განსხვავებით, მისი ჭუპრები იკვებებიან არა მცენარეებით, არამედ თაფლით და ცვილით! ბუნებაში ძნელად მოიძებნება ისეთი ნივთიერება, რომელსაც ცვილის დაშლა და გარდაქმნა შეუძლია. წარმოიდგინეთ რა სიმძლავრის და აქტიურობის ბიოქიმიური ნივთიერებები გამომუშავდება მომავალი პეპლის ორგანიზმში, თუ მას დროის მოკლე პერიოდში (ერთი თვის განმავლობაში) შეუძლია 500 ცვილის უჯრედის შეჭმა. ჭუპრებმა დაბადებისთანავე იციან, რომ ფუტკრის პროდუქციაზე კარგი და სრულყოფილი საკვები ამქვეყნად არ არსებობს! ცვილის ჩრჩილი ეს არის მწერის ერთადერთი სახეობა, რომელიც მხოლოდ ფუტკრის პროდუქციით იკვებება და ცვილის მონელების საოცარი თვისება აქვს. ცვილის ჩრჩილი გავრცელებულია ყველგან, სადაც ფუტკრები არიან, მაღალმთიანი და მკაცრი კლიმატური რეგიონების გარდა. მოზრდილი მწერები არასოდეს იკვებებიან, ისინი ცხოვრობენ იმ მარაგით, რომელიც ჭუპრობის დროს დააგროვეს. თეორიულად მწერის ხუთი წყვილის სამ თაობას შეუძლია გაანადგუროს 300 კგ სუფთა ცვილი! აღმოჩნდა, რომ სარგებლის მოტანა პარაზიტსაც შეუძლიათ, თანაც დიდის. სამეცნიერო ჰიპოთეზა ცვილის ჩრჩილის ჭუპრების თვისებებზე, ჯერ კიდევ, 100 წლის წინ, დიდმა ფიზიოლოგმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ილია მეჩნიკოვმა ჩამოაყალიბა. ეს საოცარი აღმოჩენა იყო, რადგან ვირუსებისა და ბაქტერიების დამცავი გარსის დაშლა ურთულესი და სამეცნიერო თვალსაზრისით დღემდე გადაულახავი პროცესია. ვირუსებისა და ბაქტერიების დამცავი გარსი თავისი თვისებებით ცვილის მსგავსია (ხშირად იდენტურია). შესაბამისად ძალზე მდგრადია ქიმიური ზემოქმედების მიმართ, ანუ ფარმაცევტული პრეპარატები ვერ ახერხებენ მათ დაშლას. მხოლოდ ცვილის ჩრჩილის საკვების მომნელებელ ფერმენტებს, ლიპაზას და ცერაზას , შეუძლიათ დაშალონ ცვილი მარტივ ნივთიერებებად. მიკროორგანიზმები თავიანთ დამცავ გარსს კარგავენ და დაცვის გარეშე რჩებიან. დამცავის გარეშე დარჩენილი მიკრობი ან თვითონ იღუპება ან ნებისმიერი ანტიბიოტიკი თავისუფლად ამარცხებს. გარსშემოკრულ მიკრობებში, კაცობრიობის უბორეტესი მტერი – ტუბერკულოზის გამომწვევი, კოხის ჩხირი აღმოჩნდა. სწორედ, მასთან საბრძოლველად გამოიყენა პირველად მეჩნიკოვმა თავისი აღმოჩენა. თავდაპირველად, თეორია ლაბორატორიულად და მეცნიერულად დაამუშავა, ხოლო შემდეგ პრაქტიკაში გამოიყენა, რითაც უდიდეს წარმატებებს მიაღწია.
თანამედროვე დროში კარგადაა ცნობილი, რომ საკვებში და კოსმეტიკაში ცვილის ჩრჩილის ჭუპრების ექსტრაქტის მოხმარება საუკეთესოდ აისახება უჯრედებზე და მთლიანად ორგანიზმზე. აქვს გამაახალგაზრდავებელი მოქმედება, აღადგენს და აახლებს უჯრედებსა და ქსოვილებს.
ადამიანებმა ცვილის ჩრჩილის სასარგებლო თვისებები დიდი ხნის წინ შეამჩნიეს. ძველი მკურნალები კი, უკვე მე-17 საუკუნეში, საკვებად გამოიყენებდნენ. ჭუპრების გამოყენებას საკვებში განსაკუთრებით ჭლექით დაავადებულებს, უშვილო ქალებს და მოხუცებს ურჩევდნენ. ეს ცოდნა მხოლოდ ვიწრო წრისთვის მეფუტკრეებისთვის და მკურნალებისთვის იყო ხელმისაწვდომი, რომლებიც ამ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავდნენ და შთამომავლობას მემკვიდრეობით გადასცემდნენ. 

 
We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Accept all Decline all Change preferences
Cookies